"თურქეთი როგორც კი მიაღწევს დასახულ მიზანს კონკრეტულ არეალში, წესით ბრძოლა უნდა შეწყდეს“
13:53:17     30-01-2018
სირიის აფრინის რეგიონში ინტენსიური ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს. შედეგად რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები იმ ფონზე, როდესაც ევროპა თურქეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობს. აშშ კი ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში ვითარების დეესკალაციისკენ.
ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრესა.ჯი“ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
-თურქეთ-სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით, მოგეხსენებათ, ბოლო დღეებია საკმაოდ დაიძაბა ვითარება სირიის აფრინის რეგიონში?
-თურქეთს აქვს თავისი მიზანი, რომ რაღაც ტერიტორიაზე დაამყაროს კონტროლი. თურქეთი სირიიდან ქურთების გამოდევნას ვერ შეძლებს, აქ საუბარი მიდის სავარაუდოდ, ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც თურქეთის აზრით არ უნდა ცხოვრობდნენ ქურთები და ამაზე მიდის ძალიან დიდი ბროლა.
-როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შესაძლოა თუ არა უახლოეს დღეებში შეწყდეს ბრძოლა?
-თურქეთი როგორც კი მიაღწევს დასახულ მიზანს, შეზღუდულ არეალში სამხედრო ძალის გამოყენებით, წესით უნდა შეწყდეს ბრძოლა. სხვა პროგნოზის გაკეთება ამ დროისთვის ძალიან რთულია.
-ევროპაში უკვე ისმის მოწოდებები თურქეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, ასე რომ მოხდეს, შეძლებს თუ არა თურქეთი კვალვ გააგრძელოს ბრძოლა?
-თურქეთს აქვს საკუთარი შეიარაღება,ამიტომ ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს მათზე, შესაბამისად, ისინი ამის გამო არ შეწყვეტენ ბრძოლას, რადგან მათ კონკრეტული მიზნები აქვს ამ რეგიონთან დაკავშირებით, რომლის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებენ.