რუსიების ოჯახი აცხადებს, რომ მათ მოწმეზე ზეწოლა განხორციელდა
10:15:11     30-01-2018
რამდენიმე საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ბექა რუსიას საქმეზე თემურ ჟღენტი იკითხებოდა, რომელიც მოკლულ ჯარისკაცთან ერთად მსახურობდა.
რუსიების ოჯახის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის დედამ ჟღენტი საკუთარ ჩვენებაში დაასახელა, ახალაგზრდა პოლიციაში წაიყვანეს და მასზე ზეწოლა განხორციელდა. მუქარაზე საუბრობს ოჯახის ადვოკატიც. უფლებადამცველი ცდილობს დაადგინოს, ვინ განახორციელა მასთან დაფარული ნომრით ზარი და ვინ ითხოვა ამ საქმიდან მისი ჩამოცილება.
„როგორც მაცნობეს მისმა ნათესავებმა, დამირეკეს და მითხრეს, რომ ხორციელდებოდა მოწმეზე ზეწოლა, პოლიციას ყავდა წაყვანილი. დაზარალებული თავის მხრივ დაუკავშირდა გამომძიებელს, ახმაურდა რა თქმა უნდა. ამ ხმაურის შემდეგ, დაარეკინეს მოწმეს დაზარალებულისთვის, რომ ის გათავისუფლებული იყო, თუმცა შემდეგ გაითიშა ეს ტელეფონები და რამდენიმე საათს გრძელდებოდა მისი დაკითხვა პროკურატურაში ისე, რომ კავშირი ვერ ხერხდებოდა მოწმესთან, შემდეგ გამოირთო მისი ნათესავების ტელეფონიც“, - ყვება რუსიების ოჯახის ადვოკატი როლანდ შონია.
კომენტარის გარეშე დატოვა პროკურატურა თავად ჟღენტმა. "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემედეგ გუშინ ბექა რუსიას ოჯახში გამომძიებელები მივიდნენ და იმ ვიდეო მასალის შესახებ დაკითხეს, რომელიც მოკლული ჯარისკაცის ტელეფონში იპოვეს.