ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული გაიწვია

  09:51:09     30-01-2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია.

ალიევმა, კიდევ რამდენიმე დიპლომატს შეუწყვიტა უფლებამოსილება, მათ შორის ელჩებს იორდანიაში, საუდის არაბეთში, ყატარსა და ინდოეთში, ასევე გენერალურ კონსულს დუბაიში.

გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.