"იუსტიციის საბჭოში წევრ ქალებს ჩაგრავენ"

  17:59:14     29-01-2018

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამკვიდრებულია ქალი წევრების ჩაგვრის კულტურა“, - ასე აფასებს საბჭოს წევრი ანა დოლიძე დღევანდელ სხდომაზე მასსა და საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

„დღეს რაც დავინახეთ, იძლეოდა საშუალებას, რომ დავფიქრებულიყავით, სასამართლო სისტემის ფარგლებში რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი. საბჭოს რამდენიმე კაცი წევრი ერთდროულად თავს დაესხა გამომსვლელ ქალს, დავითვალე, 23-ჯერ შეაჩერეს საკუთარი მოხსენების დროს. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის სიმპტომი იმ მთლიან სურათთან ერთად, რომ მაგალითად, არ გვყავს თანაბრად წარმოდგენილი ქალი თავმჯდომარეები“, - ამბობს ანა დოლიძე.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, ანა დოლიძესა და ირაკლი შენგელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრად პრეზიდენტმა 8 იანვარს დანიშნა.