"სააკაშვილის თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამენტს მოქმედი პრეზიდენტი"
17:08:45     29-01-2018
საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია “ქართული ოცნება” იწყებს მუშაობას ახალ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “გირგვლიანის შესწორებები” უწოდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური, სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.
“12 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულებისა და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე. ეს საქმე ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა. ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება. შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია. სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე პოლიტიკური ცირკი უწოდა. ის უტიფრად შეეცადა, გახმაურებული საქმე შეეფუთა, როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება – ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა პიროვნული გადაწყვეტილება.სამწუხაროდ ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა. სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით,მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა, როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი და ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალდებების საქმეზეც.
"ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა. წარსულის გადააზრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მომავლის პრევენცია მოხდება. „ქართული ოცნება“ ვალდებულად თვლის თავს საზოგადოების წინაშე, არამარტო მართლმსაჯულება აღსრულდეს სანდრო გირგვლიანისა და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად.”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.