"ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უკვირთ, როგორ შეიძლება ამერიკის მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკოს"
16:14:33     29-01-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს, ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობასა და კანონიერი ქურდობისთვის.
"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრს ოთარ კახიძეს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტრის ინიციატივას ქურდული სამყაროს მიმართ პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, მითუმეტეს, რომ ინიციატივაში საუბარია ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრის გაფართოვებაზეც?
-"ევროპული საქართველო“ აკრიტიკებს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც ეხება სწორედ ქურდული სამყაროს წახალისებას, კანონიერი ქურდების აქეთ-იქით ტარებას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, არჩევნებში კრიმინალური სამყაროს გამოყენებას და ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. რაც ეხება, კონკრეტულად ამ ინიციატივას, რომელიც სავარაუდოდ, ამ პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად, მისასალმებელი იქნება, თუკი მართლა გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და შეწყდება ხელისუფლების კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობა, აღარ გადააცილებენ საზღვარზე კრიმინალურ ავტორიტეტებს, აღარ დაიხმარენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ასე უფრო დაცულად იგრძნობს თავს ჩვენი საზოგადოება.
- როგორ აფასებთ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებას, რომლის კონტექსტშიც საქართველოს მოხსენიების გამო, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა?
-„ქართული ოცნების“ მხრიდან ეს განცხადება ძალიან უცნაური იყო, რადგან NDI-ის დირექტორმა და ამერიკის მოქალაქემ იუმორით მკაცრად გააკრიტიკა თავისი ქვეყნის პრეზიდენტი. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არ ყოფილა მისი განცხადება და ამის მიხვედრა ძალიან მარტივია, თუკი განცხადების შინაარსს დაკვირვებით წავიკითხავთ. რაც ეხება, დააზარალა თუ არა აღნიშნულმა განცხადებამ ჩვენი ქვეყნის საგარეო ინტერესები, ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ "ქართული ოცნების" თანმიმდევრულ და დეკლარირებულ პოლიტიკას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დისკუსიის საგანი აღარ იყოს. ეს სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია, თუკი საქართველომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯი უკან გადადგა.
-თქვენი აზრით, ამ განცხადებაში, რომ დონალდ ტრამპმა საქართველო რუკაზეც არ იცის, სად მდებარეობს, საქართველოს დაკნინების კონტექსტი არ იკითხება?
-არა, ეს განცხადება წარმოადგენდა ამერიკის მოქალაქის მხრიდან თავისი ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკას იუმორით და არ აქ საქართველოს კრიტიკა არ იგულისხმება.
-არ ფიქრობთ, რომ NDI-ის დირექტორმა ორაზროვანი განცხადების გამო, განმარტება უნდა გააკეთოს?
- მე რომ ასე ვფიქრობდე, ამ განცხადებას „ევროპული საქართველო“ გააკეთებდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უკვირთ, რანაირად შეიძლება ამერიკის მოქალაქემ საკუთარი ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკოს, არადა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში გასაკვირი არაფერია. უმრავლესობის მხრიდან ამ განცხადებაზე გამოხმაურების კონტექსტი არასწორია.