ის რომ ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ძალიან ეშინია, ამის უამრავი სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს
14:55:52     29-01-2018
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექტრადირებასთან და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით, "პრესა.ჯი“ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას ესაუბრა.
-მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექტრადირების საკითხთან დაკავშირებით, როგორი პოგნოზები გაქვთ?
-სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით მე ზუსტ პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რადგან ამ საქმეს არანაირ სამართლებრივ პროცესთან არ აქვს კავშირი, საქმე ეხება სამ ოლიგარქს - პოროშენკოს, ივანიშვილს და პუტინს. მათ გადაწყვიტეს ყველაფერი გააკეთონ, მათ შორის, ყოვლად მიუღებელი კრიმინალური გზებით, რათა მოიშორონ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი. მათი ქმედების სრულიად ირაციონალური და კრიმინალური ნაბიჯების პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა, რომ დავუშვათ მისი ექსტრადირება, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იქნება ყველა შესაძლო მოვლენისთვის, როგორც არ უნდა განვითარდეს ისინი.
-თქვენი აზრით, ხომ არ ეშინია ივანიშვილს სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი გზით დაბრუნების და რატომ?
-ივანიშვილს რომ არ ეშინოდეს, აქამდე მოახდენდა პოროშენკო მის ექსტრადიციას. პოროშენკო უბრალოდ ვერ აკეთებს ამას, რადგან ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილმა ვერ შესთავაზა სათანადო ჯილდო მას.
-ჯილდოში რას გულისხმობთ?
-ივანიშვილმა იცის, რომ მას ამის შემდეგ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევს პოლიტიკურად და შესაბამისად, ვერ დაარწმუნა პოორშენკომ იგი, რომ მიიღოს ნებისმიერი ფორმით საქართველოში. ის რომ ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ძალიან ეშინია, ამის უამრავი სხვადასხვა მტკიცებულება არსებობს.
მოლაპარაკებები პოროშენკოსა დ ივანიშვილს შორის დიდი ხანია მიდის. პოროშენკო პირადად ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ოლიგარქ მმართველს შეხვდა, მაგრამ როგორც ჩანს მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ორივეს უსაზღვროდ ეშინია ამ ადამიანის პოლიტიკური აქტივობის. მე მესმის მათი, რადგან ოლიგარქების აქტივობები დაფუძნებულია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და ისინი ხელოვნური გზებით ინარჩუნებენ ძალაუფლებას.
ხოლო, მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არის ის, რომ ასეთი უსამართლოდ შეპყრობილი ძალაუფლება გამოსტაცოს ხელიდან მათ და ჩააბაროს ისევ ხალხს.
ასე რომ, სააკაშვილის საქართველოში ნებისმიერი ფორმით დაბრუნება საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი ოლიგარქიული ტიპის მმართველითვის. მაგალითად რუსეთში, ჩვენ ვნახეთ პუტინის ინტერვიუ, სადაც მან პირადად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და მის ფობიაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ტიპის ლიდერიც კი არ წარმოიშვას რუსულ პოლიტიკურ ასპარეზზე და ამას მოწმობს ასევე ის, რომ პუტინი თავდ პოლიტიკურ ოპონენტებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რეალურად იგივე სურს პოროშენკოს და ივანიშვილს.
მათი მიზანია ძლიერმა პოლიტიკურმა ფიგურებმა საერთოდ ვერ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, რისი შესაძლებლობაც მათ მხოლოდ და მხოლოდ ვითომ სასამართლო და სისხლის სამართლებრივი პროცესებით შეუძლიათ. მათი სურვილია, რომ ადამიანების ჩამოშორება ფიზიკური ძალებით მოხდეს. ოლიგარქები არ უფრთხიან შანტაჟს, არც ფინანსური რესურსების ხელიდან გამოცლას და არც სხვა ზეწოლის მეთოდებს.
-მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენებისთვის მასობრივი აქციები დააანონსა, თქვენი აზრით, რამდენად გამოიღებს აღნიშნული აქციები შედეგს და მიაღწევს თუ არა სააკაშვილი დასახულ მიზანს?
-ის არაერთი აქცია, რომელიც უკვე ჩატარდა მიხეილ სააკშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ორგანიზებით, გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდი მხარდაჭერა აქვს არა პირადად სააკაშვილს, არამედ ზოგადად ანტიკორუფციულ მოძრაობას.
ეს ძალიან გამჯდარია უკრაინელ ხალხში, მათ სურთ ცვლილება და პოროშენკოს გადადგომა, რომელმაც რეალურად არაფერი შეცვალა. მან ღირსების რევოლუციის მიზნები გააწბილა, ათეულობით ადამიანმა კონკრეტულად პერსონალისთვის კი არ შეწირა სიცოცხლე, არამედ იდეისთვის, ეს იყო თავისუფალი, წარმატებული ევროპული კორუფციისგან დაცლილი უკრაინა, ახალმა პრეზიდენტმა კი სამწუხაროდ შეურაცხო ამ დამიანების ხსოვნა.
დარწმუნებული ვარ რომ ეს მხოლოდ დროის მომენტია, საბოლოო ჯამში, ხალხის სიმართლე გაიმარჯვებს უკრაინაში, იმ ოლიგარქების ვიწრო ინტერესები, რომლებიც ცხადია ფულის ირგვლივ ტრიალებს, დამარცხდება. ზუტად როდის მოხდება ეს, ამის ვარაუდი რთულია, მაგრამ აუცილებლად მოხდება.