სოფიო ქაცარავა: არ ვიცი, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა რა კონტექსტში ისაუბრა
14:43:50     29-01-2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შესაძლოა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლორა თორნტონს შეხვდეს.
როგორც სოფიო ქაცარავამ ჟურნალსიტებს განუცხადა, თორნტონის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა იყო მისი კონტექსტი.
„საინტერესოა, თორნტონმა თავის კომენტარში რა იგულისხმა. განცხადებას არ ვიზიარებ, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოების რუკაზე არ არის. ამის დასტურია ორ ქვეყანას შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული იყო 2017 წელს საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი, რა დროსაც მან საქართველოსთან მიმართებაში უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები გააჟღერა. ეს დასტურია იმისა, საქართველოს აშშ-სთან რამდენად მჭიდრო ურთიერთობა აქვს. არ ვიცი, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა რა კონტექსტში ისაუბრა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
ამ განცხადების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის ხელმძღვანელისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.