"გრემის" დაჯილდოების ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა

  11:09:22     29-01-2018

ნიუ იორკში "გრემის" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა. მომღრალმა 6 გრემი აიღო. მან წლის სიმღერისა და საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

საუკეთესო რეპ შესრულებისთვის "გრემი" კენდრიკ ლამარს გადაეცა, მანვე აიღო ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსა და რეპ ალმობისთვის. მისი და რიანას დუეტი კი, საუკეთესო კოლაბორაციად დასახელდა.

საუკეთესო პოპ სოლო შესრულებად ედ შირანის ჰიტი აღიარეს, მასვე გადაეცა "გრემი" საუკეთესო პოპ ალბომისთვის. წლის აღმოჩენა, "გრემიზე" ალისია კარა გახდა.

"გრემის" საიუბილეო, მე-60 დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის ნაცვლად, წელს ნიუ იორკმა უმასპინძლა. უკვე ზედიზედ მეორედ ღონისძიებას ბრიტანელი მსახიობი ჯეიმს კორდენი უძღვებოდა.