ზუგდიდში საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა
08:33:34     29-01-2018
სამეგრელოში, სოფელ რუხში, საავადმყოფოს მშენებლობაზე დასაქმებული პირი ობიექტზე დაცვის წევრმა უგონო მდგომარეობაში იპოვა, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან დაახლოებით, 10 წუთში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, მას სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.
ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.