ქართველმა ქალმა და აზერბაიჯანელმა მამაკაცმა გერმანიაში მაღაზია გაქურდეს

  19:33:53     27-01-2018

გერმანიის პოლიციამ 43 წლის ქართველი ქალი და 46 წლის აზერბაიჯანელი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ქალაქ მანჰეიმში მოხდა. ინფორმაციას Presseportal ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ძვირფასი ბრენდების მაღაზიია გაქურდვა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 6,2 ათას ევროს შეადგენს. პოლიციის მონაცემებით, მათ მაღაზია მინიმუმ ხუთჯერ გაქურდეს.

სათვალთვალო კამერამ ისინი მაშინ დააფიქსირა, როცა პარფიუმერიის განყოფილებიდან 660 ევროს ღირებულების ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციამ ისინი შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დაკავებულების ბინიდან პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. ამჯერად მიმდინარეობს გამოძიება და დგინდება წყვილის მიერ ჩადენილი სხვა სავარაუდო დანაშაულებიც.