"ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავს"

  17:23:35     26-01-2018

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკისგან დისტანცირების გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყოს.

„საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბარი არის ნაადრევი. თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​​როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 1018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციები ჯერ დაწყებული არ არის.