სტიქია აჭარაში - სარფის საბაჟოსთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა
10:00:29     26-01-2018
აჭარაში, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ახლოს კლდის ნაწილი ჩამოიშალა, ქვის ლოდებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ერთი სატვირთო ავტომობილი.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგზაო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა მუშაობდა - სპეცილისტები გზის გაწმნედას ცდილობდნენ. გზაზე ჩამოტანილმა ლოდებმა და დიდი რაოდენობით მიწამ, ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო საცობიც შექმნა.
3 საათიანი მუშაობის შემდეგ ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.