ირაკლი კობახიძე: ვადასტურებთ მხარდაჭერას სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

  16:07:36     25-01-2018

"ჩვენ ვადასტურებთ ძალიან მყარ მხარდაჭერას სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ამ კუთხით ჩვენ საერთო გამოწვევა გვაქვს".

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგა მაია გოიკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

“ტერიტორიული მთლიანობა არის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ქვეკუთხედი. ამ ქვაკუთხედს შენარჩუნება და გამყარება ესაჭიროება. საქართველო არაღიარების პოლიტიკას წარმატებით ატარებს და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სერბ მეგობრებს ამ მიმართულებით ძალიან მყარი და მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გოიკოვიჩის საქართველოში ვიზიტი გააღრმავებს ურთიერთობებს, როგორც ქვეყნებს, ასევე პარლამენტებს შორის.