"ბახალას" შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტის მისაღებია"

  16:06:52     25-01-2018

„კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, იღებს პრეზიდენტი და თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.“

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გიორგი გიორგანაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრობლემა სისტემურია და მისი მოგვარება მხოლოდ ყველა მხარის ჩართვით შეიძლება.

„ძალიან მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ერთ კონკრეტულ საქმეზე რეაგირება, ვერ მოაგვარებს იმ სისტემურ პრობლემას, რომელსაც ჰქვია რეპრესიული და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. ამიტომ ყურადღების გამახვილება ყველა აქტორის მხრიდან არის აუცილებელი იმაზე, რომ სისტემურად შეიცვალოს მდგომარეობა,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სასამართლომ „ბახალას“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.