პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა
10:21:21     25-01-2018
თურქული მედიის ინფორმაციით, პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთში დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა. პოლიციამ რეიდი მარმარისში ჩაატარა.
პროსტიტუციის ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 ქალი დააკავეს, მათგან 3 უცხო ქვეყნის 2 კი თურქეთის მოქალაქეა. პოლიციის რეიდის შედეგად, დააკავეს 26 წლის საქართველოს, 20 წლის რუსეთისა და 35 წლის უზბეკეთის მოქალაქეები.
უზბეკეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე პროსტიტუციაში 7-ჯერ იყო შემჩნეული, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლომ მას ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოგვიანებით სამივე ქალი საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებს გადასცეს. მათ თურქეთიდან დეპორტაცია ელით.