თურქეთის იერიშს სირიაში 260 მებრძოლი შეეწირა
17:21:39     24-01-2018
თურქეთის არტილერია სირიაში უკვე მეხუთე დღეა ქურთი მებრძოლების პოზიციებს უტევს. დღეს აფრინის შემოგარენი დაიბომბა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი იერიშების შედეგად 260 მებრძოლი მოკლეს. მათ შორის ქურთთა დაჯგუფებისა და ISIS-ის წევრებიც არიან.
ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ აფრინისრეგიონით არ შემოიფარგლება და სამხედრო ძალას ყველა მოსაზღვრე რეგიონში გამოიყენებს.
შეერთებულმა შტატებმა უკვე მოუწოდა ოფიციალურ ანკარას, სირიის ჩრდილოეთ რაიონებში ვითარების დეესკალაციისკენ. ევროპაში კი უკვე ისმის მოწოდებები თურქეთისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მიზეზი გერმანული ტანკები გახდა, რომლებსაც ანკარა აფრინში იყენებს.