არჩილ თალაკვაძე: ქალაქის მერის ქმედით ნაბიჯებს მხარს ვუჭერ

  10:43:13     24-01-2018

"თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის გადაწყობა აუცილებელია და ქალაქის მერის ქმედით ნაბიჯებს მხარს ვუჭერ".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ის, რომ ტრაილერები ქალაქში არ უნდა მოძრაობდნენ, მათთვის შემოვლითი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, დასუფთავების მანქანებმა გრაფიკით იმოძრაონ და სტანდარტთან მიმართებაში ტაქსების რეგისტრაცია მოხდეს - სწორი გადაწყვეტილებაა. 

"ყველას გვაწუხებს, რომ სივრცე, რომელიც ქვეითებს, ბავშვებს, დედებს და ხანდაზმულ ადამიანებს სჭირდებათ, მანქანებმა დაიკავეს და ეს ტენდენცია დროა შეჩერდეს. ქალაქი ადამიანებს უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.