საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება
10:25:06     24-01-2018
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხის წამოწევის მიზნით საერთაშორისო ფორმატებში ღონისძიებები იგეგმება.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავამ სტრასბურგში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ განაცხადა.
მოხსენებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.
ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ ღონისძიებებს საერთაშორისო ფორმატებში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევა და ერთ-ერთი მათგანი არის ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანის უფლებები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.