"ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემას"

  13:27:38     22-01-2018

"ჩვენ, მთავრობასთან ერთად, ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემას".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონმდებლობა ამ კუთხით დასახვეწია.

„კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში შეამცირებს ნარკოტიკების პრობლემას, დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ სამომავლო პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც ნარკომომხმარებლებს რეაბილიტაციაში დაეხმარება.

„ნარკოდამოკიდებულ პირებს ჩვენ დავეხმარებით, მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით და პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.