"პარლამენტში ყველა დეპუტატმა იცის, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონი არის ძალიან ცუდი"
11:52:27     22-01-2018
"მაუწყებლის შესახებ" კანონზე დადებული ვეტოს განსახილველად სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა გახდება საჭირო.
რიგგარეშე სხდომის თარიღთან დაკავშირებით ბიურო გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
ოპოზიცია მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", კონკრეტული პრობლემური მუხლები ხელახლა განიხილოს და ვეტო არ დაძლიონ.
„პარლამენტში ყველა დეპუტატმა იცის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ეს კანონი არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ დავარწმუნოთ, მოსახლეობას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ის, რასაც პარლამენტი აკეთებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მომავალს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციაში იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც დამტკიცებულ კანონს შესაძლოა, მოჰყვეს.
„საჭირო იქნება დამატებითი განხილვები სწორედ ამ ვეტოს დაძლევის პროცესში და კარგია თუ ის იქნება გათვალისწინებული. თავად უმრავლესობის შიგნითაც იყო განსხვავებული მოსაზრებები და მე მგონია, რომ ეს ვეტო მისცემს საშუალებას ხელახალ დისკუსიას,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
საქართველოს პარლამენტის მიერ მაუწყებლის შესახებ მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო ერთი კვირის წინ დაადო.