თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინის რეგიონში - აშშ თურქეთს ოპერაციის შეზღუდვისკენ მოუწოდებს

  11:09:14     22-01-2018

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია ტანკები შეიყვანა.

მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება.მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.

„ჩვენ ვხედავთ თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები გაქცევას. ისინი გაიქცევიან, ხოლო ჩვენ მათ დავედევნებით. ჩვენი შეიარაღებული ძალები უახლოეს დროში დაასრულებენ აფრინში ოპერაციის ჩატარებას“ - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მისივე განცხადებით, ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები.

„თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“ - აღნიშნა ერდოღანმა.


თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის რაიონში ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ დაწყება გამოაცხადა ქურთული დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალებისა“ და პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წინააღმდეგ.სირიის აფრინის რაიონში თურქულ არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები აქტიურ ფაზაშია შესული. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

ქურთი ამბოხებულების დანაყოფის „ სახალხო თავდაცვის ძალების“ მტკიცებით მათ სამი თურქული ტანკი გაანადგურეს და მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულეს. სარაკეტო იერიში ქურთების მხრიდან თურქეთის მიერ ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ საპასუხო რეაქცია გახდა. პარალელურად ვრცელდება ცნობები რომ თურქული არმიას სარაკეტო იერიშები მიაქვს ქურთების პოზიციებზე აფრნის ორ დასახლებაში კორდუსა და ბალიაში.

თურქეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად რაიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
საფრანგეთი სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. „ღუტა, იდლიბი, აფრინი – საფრანგეთის გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს“, – წერს მინისტრი.საფრანგეთის მოთხოვნით დანიშნული გაეროს საგანგებო სხდომა კი დღეს გაიმართება.

თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.

თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთს მოუწოდებს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.