აშშ-ში, 31 წლის ქართველი ექიმი მოკლული იპოვეს
12:17:38     21-01-2018
აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკი მოკლული იპოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მასთან ერთად აღმოჩენილია ასევე 30 წლის ჯოშუა რაისის ცხედარიც. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლითაა მოკლული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციას მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ მას შემდეგ მიმართა, რაც მეუღლე დათქმულ ადგილზე შესახვედრად არ მივიდა.
ამჟამად პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.
პოლიციის ინფორმაციით, კანდელაკი ლუისვილში საცხოვრებლად ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი წლის ტყუპი შვილები დარჩა.