სინათლის ფესტივალი ლონდონში

  13:51:47     19-01-2018

საახალწლო სეზონის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით, ანიმაციური პროექციებით ანათებენ.

განათდება ცნობილი სატელეფონო ჯიხურებიც.

პროექტი, რომელიც 50-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს, ბრიტანელმა და უცხოელმა ხელოვანებმა შექმნეს.სინათლის ფესტივალი ბრიტანეთის დედაქალაქში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.