ტრამპი: მექსიკა ყველაზე საშიში ქვეყანაა

  10:08:56     19-01-2018

დონალდ ტრამპის აზრით, მექსიკა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყანაა, - ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა. 

„ჩვენ გვჭირდება დამცავი კედელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ნარკოტიკების შემოტანა მექსიკიდან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.