ელენე ხოშტარია: სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია საზოგადოებრივ განწყობებს არ უყურებს
15:16:44     18-01-2018
"კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველწლიურად საზოგადოებაში ნიჰილიზმი იზრდება, რაც მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკის შედეგია".
ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება არის უკმაყოფილო არსებული ხელისუფლებით. ეს ჩანს, როგორც ზოგადად ქვეყნის განვითარების მიმართულებით, რომელზეც ძალიან დაბალია შეფასება, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორიც არის მაგალითად თაბორის მთის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა მიმართულებით.
"კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა ის, რომ ზოგადად უიმედობა და ნიჰილიზმია საზოგადოებაში და ესეც ძალიან კარგად არის ასახული ამ კვლევაში და სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია საზოგადოებრივ განწყობებს არ უყურებს და ამის გამოსწორებას არ აპირებს. შესაბამისად, ყველზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ოპოზიციამ ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ეს იმედის, პერსპექტივის და უკეთესობის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.