გერმანიაში ქართველი მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით ცოლთან ერთად დააკავეს

  10:09:10     18-01-2018

გერმანიის პოლიციამ 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს.

ადგილობრივი მედია გამოძიებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცია, რომელიც ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად გერმანიაში, ქალაქ ულმში ცხოვრობდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მამაკაცმა მეუღლესთან ერთად ბინის მეპატრონე ჯერ თოკებით დააბა, შემდეგ კი სასტიკად ცემა. მიყენებული ტრავმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ექიმებმა საავადმყოფოში მიყვანილი დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ძალადობის თვითმხილველი აღმოჩნდა გარდაცვლილის დედა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილ ცოლ-ქმარს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.