"ადამიანს საქართველოში, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ თუ აგრესიულია, ე.ი. ძლიერია"

  10:16:53     17-01-2018

ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია - ამას სკოლა ერთ დღეში, ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა.

„ჩვენ ძალადობრივი საზოგადოება ვართ და ჩვენთან პრესტიჟულია ძალადობა. ჩვენ მოგვწონს აგრესია. ამას ძალიან ბევრ ადგილას ნახვთ. შეგვიძლია დავაკვირდეთ თუ რამდენად აგრესიულები არიან ადამიანები სოციალურ ქსელებში. პრობლემა არის იქ, რომ ადამიანები არა პოლიტიკური მიზეზით, არამედ გულწრფელად აგრესიულები არიან. ადამიანს საქართველოში, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ თუ აგრესიულია, არის ძლიერი, რაც ტყუილია და ეს ასე არ არის. ძალიან მოთხოვნადია იყო აგრესიული, მიაყენო შეურაცხყოფა, ეს არის, რაც ადამიანებს მოსწონთ, არის კულტურის ნაწილიც. ამ ფონზე სამწუხაროდ მსხვერპლია ახალგაზრდა თაობა. 

ჩვენს სტილს, ჩვენს ტრადიციას იმისა, რომ ჩვენ, სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოება ვართ და მოგვწონს აგრესია, ამას სკოლა ერთ დღეში და ერთი რეფორმით და კანონში ჩასწორებით ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.