"არ მაქვს იმისი იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გაიზიარებს ამ მოტივირებულ შენიშვნებს"
11:16:50     16-01-2018
ჯერ უცნობია, როდის იმსჯელებს პარლამენტი მაუწყებლის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით თუმცა, არ არის გამორიცხული, ამ საკითხზე პარლამენტმა რიგგარეშე სესია ჩანიშნოს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლამდე უნდა გაიმართოს.
შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის ნაწილი.
საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება დემოკრატიის განვითარების საკითხი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და კანონს დაადო ვეტო, რადგან ის მართლაც ავიწროებდა კერძო, დამოუკიდებელ მაუწყებლებს.
მისი ვარაუდით, პრეზიდენტის მცდელობის მიუხედავად, მმართველი გუნდი არ გაიზიარებს მოტივირებულ შენიშვნებს.
„სამწუხაროდ, არ მაქვს იმისი იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნებისა“ გაიზიარებს ამ მოტივირებულ შენიშვნებს თუმცა პრეზიდენტის ეს პოზიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად იზოლირებულია და მარტო არის თავის თავთან დარჩენილი დღევანდელი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, ფრაქცია „ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პირველი პირის მხრიდან ვეტოს აქცენტები აბსოლუტურად სწორად არის დასმული.
„ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს ქვეყანაში კერძო ტელეკომპანიების ფუნქციონირებას და სიტყვის თავისუფლებას, ზუსტად იმ აზრით, რომ იჭრება კერძო სარეკლამო ტელესივრცეში ერთი და მერე მეორე, იმ ფულსაც კი 52 მილიონსაც ყოველ წლიურად რასაც ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს, არსებული კანონპროექტით ხდება მისი გაუმჭირვალე ხარჯვა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პრეზიდენტმა ვეტო მაუწყებლობის შესახებ კანონს დაადო, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ენიჭება.