ჰოლანდიამ „ლეოპარდი“ ჩამოწერა
11:42:38     25-05-2011
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებიდან Leopard 2A6 ამოიღო. ტანკების ჩამოწერის ცერემონიალი საარტილერიო პოლიგონ ბერგენ-ჰონზე გაიმართა. ამ საშუალებით, ჰოლანდია პირველი სახელმწიფო გახდა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც მძიმე ჯავშანტექნიკაზე უარი თქვა.
ტანკების ჩამოწერის გადაწყვეტილება 2011 წლის აპრილის შუა ხანებში, შეიარაღების შემცირების პროგრამის ფარგლებში იქნა მიღებული. ტანკების პარალელურად, ჰოლანდია ასევე აპირებს ორი საპატრულო კატერის AS532 Cougar - ის, 17 ვერტმფრენის, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის DC-10 - ის და 19 მოიერიშე F-16 Fighting Falcon - ის ჩამოწერასაც.
14 ვერტმფრენი Cougar შეიარაღებიდან 2011 წლის 9 მაისს, სამხედრო - საჰაერო ბაზა გილზე-რეიენზე ამოიღეს. მთელი ჩამოწერილი ტექნიკა ცალკე შეინახება. პერსპექტივაზე, ის შეიძლება უცხოელ დამკვეთებს გადაეცეთ. ამ დროისათვის, ჩილემ უკვე იყიდა ჰოლანდიისაგან ჩამოწერილი მოიერიშეები F-16.