რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს

  18:24:35     15-01-2018

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის, შპს „ერთობის" ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც სამუშაო კაბინეტში იპოვნეს. 

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. 

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) მუხლებითაა აღძრული. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.