დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხარჯებს ამცირებს
11:42:00     25-05-2011
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხარჯების მკვეთრ შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ დევიდ კემერონმა ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე განაცხადა. ამ პროცესში შედის როგორც ტექნიკის, ისე სამხედრო მოსამსახურეების და სამხედრო ბაზებზე მომსახურე სამოქალაქო პერსონალის რაოდენობის შემცირება.
პენტაგონმა დიდი ბრიტანეთის ამ გეგმების შესახებ უკვე გამოთქვა უკმაყოფილება.თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც დააფიქსირა.
დიდ ბრიტანეთში ობამას ვიზიტის დროს, მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ცხელი წერტილების და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ წარიმართა. ლიბიის შესახებ, ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდნენ, რომ ჯამაჰარიის მეთაურის, მუამარ კადაფის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს კიდევ უფრო გააქტიურებენ. ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთი საომარ მოქმედებებში თავისი მონაწილეობის მასშტაბებს გააფართოვებს.