გოგაძე-ლუცენკოს შეხვედრა სავარაუდოდ, სააკაშვილის ექტრადირების საკითხზე შედგა
15:58:13     15-01-2018
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა,აღნიშნულლ ფაქტს საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც ადასტურებენ.
თუმცა, არ ავრცელებენ ინფორმაციას, განიხილეს თუ არა ამ შეხვედრაზე ექსტრადირების საკითხები.შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.
თუმცა, უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.ამასათან დაკავშირებით , საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ორი ოლიგარქიული რეჟიმის უწმინდურობა ერთიანდება.
„ორი ოლიგარქიული რეჟიმის ყველანაირი უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება არა მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ, არამედ უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და, რაც ყველაზე მთავარია, უპერსპექტივობას და სიღარიბეს“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ლუცენკოსა და გოგაძის შეხვედრის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა.
„მხარეებმა ორხმრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები, კერძოდ, სისხლის სასამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების საკითხი განიხილეს. მხარეებმა შეხვედრის კონსტრუქციულ ხასიათი აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.