ბეროუზის წიგნი და „დისნეის“ გეგმები
11:39:25     25-05-2011
კომპანია „დისნეიმ“ ედგარ ბეროუზის მარსის შესახებ რომანების სერიაზე დაფუძნებული სურათისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტა. ამის შესახებ საითი Collider იტყობინება.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ფილმის სახელწოდება იქნებოდა „ჯონ კარტერი მარსიდან“, მაგრამ მოგვიანებით ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ დასახელებიდან სიტყვა „მარსიდან“ ამოეღოთ.
ამჟამად, ფილმის სახელწოდებაა „ჯონ კარტერი“. ბეროუზის რომანების მთავარი გმირი, ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის ვეტერანი კარტერი, გაურკვეველი მიზეზების გამო მარსზე ხვდება. ბეროუზის რომანების სერია 11 წიგნს მოიცავს. ყველა მათგანი 1912 წლიდან 1943 წლამდე პერიოდშია გამოქვეყნებული.
ჯონ კარტერის როლს ფილმში მსახიობი ტეილორ კიტჩი შეასრულებს. კინოსურათში ასევე ითამაშებენ: სამანტა მორტონი, უილემ დეფო და ლინ კოლინზი. რეჟისორი ენდრიუ სენტონია. ფილმი ეკრანებზე 2012 წლის მარტში გამოვა.