მიწისძვრა პერუში- დაღუპულია 2 ადამიანი

  11:53:35     15-01-2018

პერუში მიჭისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. 700-მდე სახლი დაზიანდა. დაკარგულია 17 მაღაროელი.


პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კარაველის პროვინციაში იყო.

მიწისძვის შემდეგ ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, თუმცა შემდეგ გაუქმდა.

პრეზიდენტი პედრო კუჩინსკი მზად არის მიწისძვრის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს.