დონალდ ტრამპი: მე რასისტი არ ვარ
11:24:32     15-01-2018
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაში შეურაცხმყოფელი განცხადება არ გაუკეთებია და თავს რასისტად არ მიიჩნევს.
„მე არ ვარ რასისტი. მე ყველაზე ნაკლებად რასისტი ადამიანი ვარ, ვისთანაც თქვენ ოდესმე ინტერვიუ აგიღიათ“- განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპის გამონათქვამების გამო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენატორებთან მიგრაციის შესახებ საკითხზე შეხვედრაზე პრეზიდენტმა მესამე ქვეყნებს „ბინძური ხვრელი“ უწოდა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს საიმიგრაციო სისტემის გაკრიტიკებისას მას არ გამოუყენია ის უხეში სიტყვები, რაც მას ამერიკულმა მედიამ მიაწერა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„საიმიგრაციო რეფორმის შესახებ შეხვედრაზე ენა, რომლითაც მე ვსაუბრობდი, მკაცრი იყო, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მომაწერეს“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.