დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს?
10:29:55     15-01-2018
დაადებს თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს, დღეს გახდება ცნობილი.
დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ან მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს საკანონმდებლო ორგანოს.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ტელევიზიების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები პრეზიდენტს აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.
“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.