ლენი კრავიცი და „Hunger Games“

  11:38:40     25-05-2011

ლენი კრავიცი კინოსურათ „Hunger Games“ - ში მიიღებს მონაწილეობას. ფილმის სიუჟეტი ამერიკელი მწერლის, სიუზენ კოლინზის იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული.

რომანის მოქმედება პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში, ამერიკის შეერთებული შტატების ადგილას დაარსებულ ახალ სახელწიფოში ვითარდება. ქვეყნის მოსახლეობის მთავარი გასართობი ე.წ. შიმშილის თამაშებია, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ასაკის 24 მოზარდი იღებს მონაწილეობას.

კრავიცი მთავარი გმირის სტილისტის, ჩინის როლს ასრულებს. 16 წლის კეტნის ევერდინს კი ჯენიფერ ლოურენსი თამაშობს, რომელიც 2011 წელს „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული. ლოურენსის და კრავიცის გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ: ელიზაბეტ ბენქსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორტი, ვუდი ჰაპელსონი და სტენლი ტუჩი. რეჟისორი გერი როსია. კინოსურათი ეკრანებზე 2012 წლის 23 მარტს გამოვა.