გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაცია ტარდება

  01:04:21     15-01-2018

სამართალდამცველები გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაციას ატარებენ.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, ვისი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ამასთან, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე „ფრესკოს“ სუპერმარკეტთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებიც მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ.

ახლომდებარე კორპუსებთან სამართალდამცველთა ჯგუფები გადაადგილდებიან.