"ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს"
17:22:59     12-01-2018
" ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს."
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს განხილვებში.
„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად. ჩვენ, ყველას ერთი მიზანი გვაქვს – მოხმარების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან საპატრიარქოს შენიშვნები აქვს.
კანონპროექტის განხილვის საკითხზე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, საჭიროა რიგი საკითხების დროულად გადაწყვეტა.
საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა და ცვლილებებზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო.
ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებები პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე 27 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.
არსებული სახით ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან როგორც „კონსერვატორები”, ასევე ჯანდაცვის კომიტეტის რამდენიმე წევრი, რომელთა შორისაა დიმიტრი ქურდაძე.