„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა“
13:18:03     11-01-2018
საპარლამენტო ოპოზიცია პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილის აცხადებს, რომ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის უმაღლესი.
ბიბილაშვილი ასევე ინტერესდება იმით, თუ ვინ შემოიყვანა ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება და ვინ მიაწოდა მათ იარაღი.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის უმაღლესი რანგის. მეტსაც გეტყვით, მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ივანიშვილის მწვანე შუქის გარეშე ვერავინ ვერ გაბედავდა საქართველოს ხელისუფლებაში. ამისი ალბათობა პრაქტიკულად არის ნულის ტოლი. საქართველოში ვიღაცამ შემოიყვანა საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი, მათ მიაწოდა დიდძალი შეიარაღება და ამის შესახებ ცხადია ხელისუფლებამ იცოდა.
დღეს 19 წლის ადამიანის საკუთარ ლოგინში ჩაცხრილვით გვეუბნებიან, რომ აი მორჩა პრობლემა, ეს იყო ის ადამიანი ვინც ყველაფერის უკან იდგა და შესაბამისად დაიშალეთ ყველაფერი კარგად არის. ბუნებრივია ეს ასე არ არის. ბუნებრივია დადგება როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ ადამიანისა ვინც ამ საქმის უკან დგას,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.