კალიფორნიაში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა

  12:22:13     11-01-2018

კალიფორნიაში სტიქიის შედეგად17-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურების თანამშრომელები ათზე მეტი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებს.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და ღვარცოფს ასზე მეტი საცხოვრებელი სახლის სრული ნგრევა მოჰყვა, 300-მდე სახლი კი დაზიანებულია. ამ დროის მონაცემებით, სანტა ბარბარას საავადმყოფოებში დაზიანებებით გადაყვანილია 28 ადამიანი.

გასული 24 საათის განმავლობაში კი სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში 163 ადამიანი მიიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ტალახის მასის გამო, კვლავ ბლოკირებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის 50 კილომეტრზე მეტი.ტერიტორიიდან ევაკუირებულია 30 000 ადგილობრივი მცხოვრები.