კახა კალაძე: თბილისელებისთვის სამედიცინო მომსახურების წესი შეიცვლება

  10:58:14     10-01-2018

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისელებისთვის სამედიცინო მომსახურების წესი შეიცვლება.

კახა კალაძის განმარტებით ცვლილება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვისთვის ხორციელდება.

„ჩვენ შევიმუშავეთ გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსებაში დახმარების წესი. მთავარი არის ის, რომ შემოთავაზებული ცვლილება მოსახლეობის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს აგვარიდებს, გარდა ამისა გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.