ანა ნაცვლიშვილი: ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებით საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა
18:00:41     09-01-2018
პრეზიდენტის ახალი საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია და შეწყალების უფლების გამო ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებით საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა.
„პროკურატურამ ამ საქმის ასეთი სამართლებრივი საფუძვლით წარმართვით და შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, დააფიქსირა მცდელობა, რომ შეცვალოს კონსტიტუციური ძალთა ბალანსი. შეწყალების უფლება ჩვენი კონსტიტუციით ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის ის იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ და მისი გადაწყვეტილება არ ექვემდებარება სამართლებრივ რევიზიას. სამართლებრივი რევიზია ამ გადაწყვეტილების არის სამართლებრივად მცდარი მსჯელობა და ამავე დროს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა,“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.