19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

  14:22:16     09-01-2018

19 წლის დავით ტორიაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.

მკვლელობაში ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

მეზვრიშვილის განცხადებით, ფაქტის შემსწრე ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. ფაქტის შეუტყობინებლობის გამო დაკავებულებს 2-დან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.