თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები - რატომ მოკლეს 19 წლის ახალგაზრდა?
12:23:06     09-01-2018
სამართალდამცველები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას იძიებენ. წითლანაძის ქუჩაზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ვინ და რატომ გაუსწორდა დავით ტორიაშვილს? 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, მოკლული ნახეს.
ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან გამოიტანეს.
ასევე ჩატარდა იქვე მდებარე ერთ-ერთი სახლის ჩხრეკა. ბინის მფლობელი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შევიდნენ სამართალდამცველები მის სახლში.
გურამ გვასალიას თქმით, მან საცხოვრებელი სახლი 60 წლის ქალს მიაქირავა, რომელიც შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ნივთების ნაწილი დალუქეს და წაიღეს.
„ვინც იქირავა ეს ბინა, იმის შვილი იყო აქ. დედამისმა ავადმყოფი არისო, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ ხუთჯერ მყავს ნანახი აქ. პოლიცია შევიდა, იღებდა სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. აქ გარაჟის პირდაპირ ამოიყვანეს ის ბიჭი წყლიდან,“ - აცხადებს გურამ გვასალია.

არსებული ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებულ დავით ტორიაშვილი ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა.
გავრცელებული ცნობით, პოლიციას ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს, თუმცა არის თუ არა საქმეზე ვინმე დაკავებული, ამაზე ჯერ სამართალდამცველები არ საუბრობენ.