ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა
11:53:44     09-01-2018
ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა. ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „საჯარო და კერძო სკოლებში ინგლისური ენის ოფიციალურ კურიკულუმში ქონა კანონებს და რეგულაციებს ეწინააღმდეგება“.
აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ინგლისური ენის დაწყებით კლასებში სწავლა დასავლური კულტურის შეჭრას უხსნის გზას, რაც ირანულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.
ვარაუდობენ, რომ თეირანის გადაწყვეტილება ქვეყანაში დაწყებულ მასშტაბური საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომლის ორგანიზებაშიც ირანის ხელისუფლება დასავლეთს ადანაშაულებს
ირანის საშუალო სკოლებში მოსწავლეები ინგლისურის სწავლას 12-14 წლის ასაკში იწყებდნენ, თუმცა ზოგიერთ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილები უფრო დაბალ კლასებშიც ტარდებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით 28 დეკემბერს გაზრდილი ფასების გამო დაწყებული გამოსვლების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დააკავეს. აიათოლა ალი ხამენეიმ დემონსტრანტების წაქეზებაში გარე ძალები დაადანაშაულა. გაეროში ირანის ელჩის მიერ გენერალური მდივნისადმი მიწერილ წერილში კი აღნიშნულია, რომ აშშ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა.