"არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე"
11:26:55     09-01-2018
პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არ სურს ქართველ დებთან და ძმებთან შუღლი ჰქონდეს.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილა აღნიშნა, ისინი დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში დაუყოვნებლივ ტრანსპორტირებას ითხოვენ.
”ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146 -მილიონიან იმპერიას სიმცირის მიუხედავად ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინფორმაციით, მათ გუშინ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღეს თანხმობა, რომ კლინიკა მათი დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებისთვის მზად არის.