ახმეტაში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

  11:22:55     09-01-2018

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში, შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონახირეს ჩამოართვეს სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.

მასალები შეიცავს სისხლი სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.