გვინეტ პელტროუს არშემდგარი დებიუტი

  13:05:09     24-05-2011

მსახიობ გვინეტ პელტროუსა და ხმის ჩამწერ სტუდია Atlantic Records – ს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ნიუ იორკ პოსტი“ იტყობინება.

 

ცნობა იმის შესახებ, რომ პელტროუ მუსიკალური კარიერის დაწყებას გეგმავდა, პრესაში 2011 წლის მარტში გამოჩნდა. ამბობდნენ, რომ გვინეტის ალბომი, რომელიც ქანთრის სტილში იქნებოდა ჩაწერილი, 2011 წლის ბოლოს გამოვიდოდა. თუმცა, ამჯერად გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთლიანად შეჩერებულია.   

 

კომპანია Atlantic Records – მა პელტროუსთან თანამშრომლობის შესახებ სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც მსახიობმა მთავარი როლი ფილმ Country Strong – ში შეასრულა. გვინეტმა ქანთრის მომღერლის – კელი კანტერის როლი ითამაშა. გვინეტი ყველა პარტიას ფილმში თავად ასრულებდა.